16 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისში, 16 ნოემბერს დაგეგმილი სამუშაოს ჩატარების გამო, რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
„სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ბარბარეს უბნის და ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს“,- აცხადებენ თელასში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები