შვედეთი ლტოლვილების ნაკადის გამო სამხრეთის საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს
შვედეთის ხელისუფლებამ ლტოლვილების ნაკადის გამო ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე კონტროლი დააწესა. კერძოდ, საკონტროლო-გამშვები პუნქტები შვედეთის და დანიის დამაკავშირებელ ხიდზე, ასევე საბორნე გადასასვლელებზე დაწესდა.
The Local-ის ინფორმაციით, ეს დროებითი ზომაა – ჯერჯერობით ცნობილია, რომ საზღვარზე შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში იმოქმედებს, თუმცა მისი მოქმედება, შესაძლოა, 20 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. მანამდე მსგავსი ზომები საზღვარზე გერმანიამ და საფრანგეთმა მიიღეს. დანიის პრემიერმა ლეკე რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ კოპენჰაგენიც მიგრაციული კანონდებლობის გამკაცრებას გეგმავს.