რუსი სამხედროები ახალგაზრდა ტაჯიკი ქალის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები

დუშანბეში, რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზის სიახლოვეს ახალგაზრდა ქალის – შოირა ჯობიროვას ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელობაში რუსი სამხედროები არიან ეჭვმიტანილები. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად გამოიძახეს რუსეთის ელჩი და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს. ოფიციალური დუშანბე მოითხოვს მოსკოვისგან, მიიღოს სასწრაფო ზომები „რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურეების მხრიდან მომავალში მსგავსი ფაქტების დაუშვებლობისთვის“. ტაჯიკეთი რუსეთისგან გამოძიების ჩატარებას და მომხდარის ობიექტურ შეფასებას მოითხოვს. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარე სანაგვეზე იპოვეს. მას ცემის მრავლობითი კვალი აღენიშნებოდა და ყბა ჰყონდა მოტეხილი. როგორც “ბი-ბი-სის“ ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, გოგონა გარდაცვალებამდე გააუპატიურეს და მას სასტიკად სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები