უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა. ის საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. ავიაკატასტროფა ზაპოროჟიეს ოლქში მოხდა. თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს შემოწმება. გამოძიების შედეგად კატასტროფის მიზეზები უნდა დადგინდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პილოტების ნათესავებს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები