კახა კალაძე: თუ საუბარი იქნება ირანული გაზის კონკურენტუნარიან ფასზე, მაშინ შესაძლებელია, ის იყოს ბაზარზე
ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ირანის რესურსები ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი რესურსები ჩვენს სასიკეთოდ იქნას გამოყენებული. შემოტანილ იქნას საქართველოში შეძლებისდაგვარად, რომ მეტი კონკურენცია იყოს. აქ საუბარია კონკურენტუნარიან ფასზე. თუ მათი შემოთავაზება კონკურენტუნარიანი ფასები იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, იყოს ბაზარზე და სხვა მომწოდებელს კონკურენცია გაუწიოს“, – განაცხადა კალაძემ.