თეა წულუკიანმა რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი მიიღო

იუსტიციის მინისტრმა რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ანა ბირჩალი მიიღო. მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში საქართველო-რუმინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე, მიგრაციასა და ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრეს. შეხვედრას აგრეთვე, რუმინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დუმიტრუ ბადეა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი ესწრებოდნენ. რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, რომელიც გუშინ გაიხსნა. ანა ბირჩალმა უკვე შეხვედრები გამართა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები