მეჭიაური გაბუნიას: სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თქვენ, როგორც ჟურნალისტს, დამოუკიდებლობა გექნებათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს კითხვის ფორმულირება დაუწუნა.
გადაცემის სტუმარმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტს ყოფილი ხელისუფლების დროს მედიისადმი დამოკიდებულება შეახსენა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ფაქტზე ისაუბრა.
„მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თქვენ ამ ყველაფერს უწოდებთ, „რუსთავი 2“ -ს წინააღმდეგ ბრძოლას, რასაც აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ, ვინაიდან, აქ არის ბრძოლა სამართლებრივი გზით მის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელს შორის, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, ხან ერთი მხარეა კმაყოფილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხან მეორე მხარე, რასაც მივესალმებით. ეს ყველაფერი კი სამართლებრივ სივცრეში გადავიდა. განსხვავებით 8 წლის წინანდელისაგან, როდესაც ნიღბებით თუ უნიღბოდ ხდებოდა შეჭრა „იმედში“, მანამდე სხვა ტელევიზიებში, კიდევ უფრო ადრე სხვებში და ხდებოდა ტელევიზიების იძულებითი გადაფორმება და ასე შემდეგ. ყოველივე ამის შემდეგ სამართლებრივი ბრძოლა არის მისაღები, ჩემი აზრით არის მცდელობა, რომ მოხდეს ხელისუფლების ჩართვა რამენაირად ამ პროცესში, რასაც ხელისუფლება ემიჯნება. ყველა უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგიერთი მხარისთვის მისაღები იქნება, ზოგისთვის არა. თქვენ პირადად არავინ გებრძვით, თუ თქვენ ძალიათ არ დაუწყებთ ვინმეს ბრძოლას. თქვენ ხართ ჟურნალისტი საკმაოდ პროფესიონალი, სასამართლოს შედეგის მიუხედავად, თქვენ გექნებათ თქვენი სამუშაო, გექნებათ მეტი დამოუკიდებლობა, თუ აქამდე თქვენ ხართ ერთი პარტიის ინტერსების გამტარებელი, ეს ცალსახაა და თქვენ რომ არ თქვათ, ეს ყველამ ისედაც იცის. თუმცა, ყველას აქვს ჰქონდეს თავის ტელევიზია, თუ მეწილეებს შორის თანაფარდობა შეიცვალა თქვენ იქნებით დამოუკიდებელი“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატის მოსაზრებას, გადაცემის წამყვანი არ დაეთანხმა და და აღნიშნა, რომ „მე არ ვარ ერთი პარტიის აზრის გამტარებელი“.