გიორგი კვირიკაშვილმა ესტონელი კოლეგა გააცილა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა.
კოლეგა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა და გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ მაღალი დონის ვიზიტების არსებული დინამიკა.
მარინა კალიურანდმა ქართველი კოლეგა ესტონეთში მიიწვია და საქართველოში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.