მიხეილ სააკაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას უსამართლობად მიიჩნევს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას უსამართლობად მიიჩნევს.
ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ პოლიტიკური აქტია.
„ეს უბრალოდ უსამართლობაა. მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ყველაზე ეფექტური სახელმწიფო შევქმენი. სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოს შემქმნელს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა, ღორობაა. არსებობს პროცედურები, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ როგორც პოლიტიკური აქტს. მათ ძალიან ეშინიათ ჩემი, რადგან ხალხმა გაიღვიძა საქართველოში და ახლა მოსახლეობა მთლიანად სწორ მიმართულებას ადგას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების პროცედურები დაიწყო.