დავით ბაქრაძე ნიკოლაოს ვუცის შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ნიკოლაოს ვუცის შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძეც მონაწილეობდა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები