პრემიერი მოგერინის განცხადებებზე: ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, ძალიან იმედის მომცემია
ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ქალბატონი მოგერინის ვიზიტის მნიშველობა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოსა და მთელს რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი. უშუალოდ მისი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.