ბიძინა ივანიშვილი: ჯობია, დავეყრდნოთ ეროვნულ ბანკს, ვიდრე მათი კრიტიკა დავიწყო და საქმე გავაფუჭო

საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკში ყოფილი პროკურორები მუშაობენ და მათ ეკონომიკასთან კავშირი არ აქვთ.
მისი თქმით, ის, რომ ასეთი დევალვაცია მოხდა და ბევრი კრედიტორი მძიმე დღეშია, ამაზე ხელისუფლება ფიქრობს. ამასთან, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ გუშინ ის ეკონომიკის მინისტრს – ქუმსიშვილს შეხვდა და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში კვლავ შეხვდეს მას.
„გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე, დღეს მთავარ ჟურნალისტად წარმოგვიდგება. ასევეა ეჭვები ეროვნულ ბანკზე. საბჭოს წევრი ბევრი პროკურორია და არაფერი საქმე არ აქვთ ეკონომიკასთან. მე ეჭვების დონეზე ვსაუბრობდი, რომ დროული არ იყო ჩართულობა. კვლევა რომ ჩაატარო, უნდა გქონდეს მთელი სურათი. ჩვენ სურათი არ გვაქვს და ვერ ვხედავთ ამას და ძალიან ჭირს კვლევების ჩატარება. ამის დროც დადგება და კვლევები ჩატარდება, მაგრამ არ მინდა ახალი აჟიოტაჟი გამოვიწვიო ამ განცხადებით. ჯობია დავეყრდნოთ ეროვნულ ბანკს, ჯობია, რომ სტრუქტურებმა აგონ პასუხი, ვიდრე მე მათი კრიტიკა დავიწყო და, ვთქვათ, ისევ საქმე გავაფუჭო ამით. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ საქმეს გავაფუჭებ. დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ამ თემას თავიდან ნუ ავრცელებთ. რა თქმა უნდა, ის, რომ ასეთი დევალვაცია მოხდა და ბევრი კრედიტორი მძიმე დღეშია, ამაზე ფიქრობს ხელისუფლება და მეც. მე არ გამოვრიცხავ, პირადი დახმარება აღმოვუჩინო, რომ ბიზნესში რამე მკვეთრი გადანაწილება არ მოხდეს. მე ამ თემებზეც ვმსჯელობ და ქუმსიშვილს გუშინაც შევხვდი,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები