ბიძინა ივანიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს რევოლუციით, სისხლისღვრით დაბრუნდეს

ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლეგალურად მმართველობაში მოსვლა არ შეუძლია, ამაში ეჭვიც არავის ეპარება, – ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამიტომ ისინი ცდილობენ, როგორმე არალეგალური ფორმით, რევოლუციით, სისხლისღვრით მოახერხონ მოსვლა.
“სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნენ დროებითი მმართველები, პოლიტიკურად თუ გავაკეთებთ ანალიზს, აბსოლუტურად დამაზარალებელია დღევანდელი მთავრობისთვის და, პირადად, ჩემთვის და თუ მე და მთავრობა ამ პროცესებს ვმართავთ, მაშინ ჭკუა მეყოფოდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიმენიშნებინა.
დამაზარალებელია ეს იმიტომ, რომ მე კარგად ვიცი, რისი გამკეთებელია „ნაციონალური მოძრაობა“. ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლეგალურად მმართველობაში მოსვლა არ შეუძლია, ამაში ეჭვიც არავის ეპარება და ესენი ცდილობენ, როგორმე არალეგალური ფორმით, რევოლუციით, სისხლისღვრით მოახერხონ მოსვლა.
ეს მათი სურვილია და მე ამას ვაცნობიერებ. ჩემზე კითხვები არის და დღევანდელ მთავრობაზეც. მე მაგდენი ჭკუა მეყოფოდა, რომ ასეთი აჟიოტაჟის საშუალება არ მიმეცა მათთვის. მე ასეთი ბრიყვი არ ვარ, რომ „კოზირი“ გადამეგდო მათთვის, რომ აჟიოტაჟი აეტეხათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები