ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე საუბრობს – “აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა”

ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და, პირველ რიგში – პრეზიდენტმა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე საუბრისას განაცხადა.
“ამაზე დღეს ვეღარ დავხარჯავ დიდ დროს, უფრო საინტერესო თემებზე მკითხეთ. მაგრამ, მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და, პირველ რიგში, პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს, თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება. თავის დროზე. მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები