ფედერიკა მოგერინი: ვიმედოვნებ, მალე საქართველო პოზიტიურ ახალ ამბავს შეიტყობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით

იმედი მაქვს, რომ მალე საქართველო პოზიტიურ ახალ ამბავს შეიტყობს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით,– ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, იმას რომ საქართველოს ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის პროცესებში რეალურად პოზიტიურია.
„მართალია ვერ გავაკეთებთ წინასწარ პროგნოზს, მაგრამ აშკარად ვხედავთ და ვჭვრეტთ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ,“–აღნიშნა მოგერინიმ.
მისივე თმით, ევროკავშირი ასევე მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს შიდაპოლიტიკური ვითარება და ხაზი გაუსვეს მომავალი საარჩევნო წლის მნიშვნელობას. “ჩვენ მიმოვიხილეთ პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის საჭიროება, რომ საარჩევნო პროცესები ჩატარდეს მშვიდად, დემოკრატიულად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალუძს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვისაუბრეთ საჭიროებაზე, რომ დემოკრატიული პროცესები შენარჩუნდეს მთელი 2016 წლის განმავლობაში. ქართველებს და იტალიელებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ემოციები პოლიტიკაში, მაგრამ ემოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება – ეს გახლავთ მედიაპლიურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეიკაოს თავი ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ნამდვილად არ იქნება სასარგებლო საქართველოს საზოგადოებისთვის და კონსტრუქციულად იმოქმედონ ამ პროცესის ჩარჩოებში“, – განაცხადა მოგერინიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები