გიორგი ალიბეგაშვილი „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ გახსნას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“, „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ გახსნას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში უპრეცედენტო კვირეული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებთან ერთად, ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად იმართება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, მაიკროსოფტი-საქართველოს, სან დიეგოს უნივერსიტეტის, შპრინგერის გამომცემლობის წარმომადგენლები და ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ.
კვირეულის ფარგლებში კონფერენციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები და გამოფენები, სამეცნიერო ლექცია -სემინარები, ტრენინგები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული 17 ნოემბერს – სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები