ირაკლი ღარიბაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის პირისპირ შეხვედრაზე.
მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და კონფლიქტურ რეგიონებში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა, როგორც ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები