თინა ხიდაშელი მარიეტ შურმანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში მარიეტ შურმანს შეხვდა. შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის – “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” ფარგლებში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის თემას შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობა და გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე და შემდგომი რეზოლუციების განხორციელება წარმოადგენდა. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმატებები და პროგრესი გენდერული თანასწორობის მიმართულებით. საქართველოში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციას ასევე ესწრებიან გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები