თამარ სანიკიძე 130-ე სკოლის ინციდენტზე: მსგავს რამეს მე, პირადად, არ დავუშვებ არცერთ სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 130-ე სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
მინისტრის თქმით, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, მაქსიმალურ სანქცია იქნება გამოყენებული.
„ძალიან სამწუხარო მომენტი იყო ნამდვილად. გუშინ შევიტყე პრესის მეშვეობით. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაგვეწყო საქმის წარმოება. ჩვენი შიდა აუდიტი და, შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური უკვე დილიდან სკოლაში იმყოფება  და ვიკვლევთ, რა მოხდა და რა გადაცდომას აქვს ადგილი. როგორც კი დასრულდება და პირველადი ინფორმაცია მექნება, დეტალურად გავაკეთებ განცხადებას. ძალიან სერიოზული სანქცია იქნება. მაქსიმალური სანქცია, რაც კი შეიძლება გამოვიყენოთ. თუ ეს დადასტურდა, გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რადგან, ასეთ რამეს, მით უმეტეს, ბავშვებთან მიმართებაში მე, პირადად, არ დავუშვებ არცერთ სკოლაში“, – განაცხადა სანიკიძემ.
თბილისის 130-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის მშობელმა რუსა ამირეჯიბმა გუშინ განაცხადა, რომ კანის ფერის გამო, მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურებსა და მასწავლებელს შესაბამისი რეაგირება არ ჰქონიათ. ამირეჯიბის თქმით, მის შვილს კანის ფერის გამო თანასკლასელმა შეურაცხყოფა გაკვეთილზე მიაყენა, ხოლო მასწავლებელმა ამის საწინააღმდეგოდ არაფერი იღონა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები