მიანმარში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
მიანმარში გამართულ არჩევნებში, რომლებიც 25 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა, ოპოზიციურმა პარტიამ „დემოკრატიის ნაციონალურმა ლიგამ“ გაიმარჯვა. ამ პარტიას ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სი ჩჟი უდგას სათავეში. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
მიანმარის მმართველი პარტიის ლიდერმა დამარცხება აღიარა. „ჩვენ დავმარცხდით. უნდა გავარკვიოთ ამ წარუმატებლობის მიზეზები“, – განაცხადა ხტაი ოომ.
ოფიციალურად ხმის დათვლა კერ კიდევ გრძელდება და საბოლოო შედეგები მოგვიანებით გამოცხადდება.
სუ ჩჟიმ მიანმარში საპარალამენტო არჩევნებში 1990 წელს გაიმარჯვა, მაგრამ ქვეყნის სათავეში მყოფმა სამხედროებმა მას ხელისუფლება არ გადასცეს. ამის შემდეგ სუ ჩჟი ციხეში მოხვდა და იქ 10 წელი გაატარა. 2000 წლიდან ოპოზიციის ლიდერი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, ხოლო პატიმრობიდან ის საბოლოოდ მხოლოდ 2010 წელს გაათავისუფლეს.