დავით ბაქრაძე ნატალია გალიბარენკოს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ნატალია გალიბარენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობის და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და უკრაინაში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობას დაეთმო .
მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. დავით ბაქრაძემ ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და თანამშრომლობის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები