„გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ განსხვავებული თვისებები გამოავლინა“

გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ განსხვავებული თვისებები გამოავლინა – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. როგორც ივანიშვილი ამბობს, მას მარგველაშვილთან ამჟამად ურთიერთობა არ აქვს.
“არ დავმალავ – ველოდი უკეთესს. პირველი ორი თვე  უკვე არჩეულ პრეზიდენტთან საკმაოდ დიდი პოლემიკა მქონდა. მრავლად იყო გაუგებრობა ჩვენს შორის. მას პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა… მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ ხასიათი გამოავლინა. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს. დღეს ჩვენ აღარ ვაგრძელებთ არაფორმალურ ურთიერთობებს და ამაშიც ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირო აღარაა და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბრით, თუკი მის ირგვლივ რაიმე ხდება”, – განაცხადა ივანიშვილმა  გადაცემაში – “პოლიტიკის დრო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები