თენგიზ ფხალაძე: საეთაშორისო პარტნიორები არ არიან მხოლოდ სეირის მაყურებლები

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე საეთაშორისო პარტნიორების მხრიდან „რუსთავი 2“-ის საქმეზე არსებულ გამოხმაურებას უპრეცედენტოს უწოდებს. როგორც თენგიზ ფხალაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, პრეზიდენტი ხედავს საგანგაშო სიგნალებს.
“პრეზიდენტი ხედავს საგანგაშო სიგნალებს და ამის შესახებ მან არაერთხელ მიუთითა განცხადებებში, რომ ამან შეიძლება დააზიანოს ქვეყნის საგარეო იმიჯი. უპრეცედენტო განცხადებები გაკეთდა. საეთაშორისო პარტნიორები არ არიან მხოლოდ სეირის მაყურებლები. ეს ის საერთაშორისო პარტნიორები არიან რომლებიც საქართველოს ეხმარება და ეხმარებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენებაში.
პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალას და მმართველ კოალიციას კონსულტაციებზე ელოდება. გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ერთობლივი მსჯელობით უნდა მოხდეს არსებული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები