გიორგი ვაშაძე: 7 ნოემბრის გაკვეთილი ვერ მიიღო ვერც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე “რუსთავი 2”-ის საქმეს აფასებს და აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. როგორც გიორგი ვაშაძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა,  საქართველოში რთული სიტუაციაა შექმნილი.
„სამწუხაროა, მაგრამ დღეს საქართველოში ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი. ხელისუფლება ურთმელიძის გადაწყვეტილებით სრულიად გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. ყველასთვის ნათელია, რომ “რუსთავი 2”-ის წართმევაზე და სიტყვის თავისუფლების წართმევაზეა საქმე. მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ყველა ჩვენი მეგობარი, არასამთავრობო სექტორი, სრულიად ოპოზიციური სპექტრი, ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება ამბობს, რომ ეს არის წითელი ხაზი და ქმნის პრობლემას ქვეყნისთვის“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ვაშაძის განცხადებით, მისი გუნდი ბრძოლას ბოლომდე აპირებს და არ დაუშვებს, რომ ამ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს.
„დღეს არის 7 ნოემბერი და როგორც ჩანს, ეს გაკვეთილი ვერ მიიღო ვერც ქართული ოცნების ხელისუფლებამ და როგორც ჩანს, პირიქით ისინი ცდილობენ, უფრო უარესი ნაბიჯები გადადგან“, – აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები