ეკა ბესელია: პრეზიდენტის მოწოდება კონსტიტუციას არღვევს

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მოწოდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კონსტიტუციას აღვევს.
„მე არ მესმის, როდესაც მიმითითებენ კონსტიტუციაზე, ვინც არ უნდა იყოს ეს, პრეზიდენტი და გნებავთ, ვინმე სხვა. პრეზიდენტისგან უბრალოდ მეტი დატვირთვა აქვს და მეტს ველოდები ხოლმე. როდესაც კონსტიტუციაზე მიმითითებს, მიჩნდება პროტესტის განცდა, რადგან კონსტიტუციას არღვევს ის მოწოდება, რომელიც მან გააკეთა გუშინ. რას ითხოვს, რომ მოსამართლე ურთმელიძე უნდა ვლანძღოთ? ეს წერია კონსტიტუციაში?“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები