ბიძინა ივანიშვილი: გურამ ოდიშარია "ძალიან კარგ მინისტრებს“ შორის არ დასახელდა

 ყოფილმა პრემიერ-მინისტმა მთავრობის კაბინეტი ორ კატეგორიად დაჰყო: „ძალიან კარგები“ და „კარგები“. ბიძინა ივანიშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია „ძალიან კარგ მინისტრებს“ შორის არ დაასახელა – ამის შესახებ მოძრაობა “მოქალაქის” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა “ტელეიმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” განაცხადა. მისივე განმარტებით, მას მინისტრები “ძალიან კარგ” და “კარგ” კატეგორიებად ჰყავს დაყოფილი.
“მე შემიძლია გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში. ის გადის იმ მინისტრებში, რომლებიც შემდგომ განვითარებას  საჭიროებენ. მე დავყავი მინისტრები “ძალიან კარგად” და “კარგად”. ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად სურთ, დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ, საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ  განვითარებას ბევრი საჭიროებს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები