მანანა კობახიძე: უნდა დაისაჯონ 7 ნოემბრის ორგანიზატორები და შემსრულებლები

ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე და ალბათ, სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ამ სტუდიაში ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ 2007 წლის 7 ნოემრის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 7 ნოემბერი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცეს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე და ალბათ, სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ამ სტუდიაში ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე, იმაზე თუ რა არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, როგორ არ უნდა მოექცეს საზოგადოებას და რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებას. ჩვენმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას მსგავსი შემთხვევის გამეორება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუ ვინმეს ასეთი პროვოკაცია სურს, თუ ვინმე ამას გეგმავს, მიზანმიმართულად იღწვის ასეთი სცენარის განვითარებისთვის, ეს ნამდვილად არ მოხდება, რადგან ეს არ შედის ხელისუფლების ინტერესებში. ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ყველაფერი უნდა გადაწყდეს სამართლებრივი პროცედურებით, სასამართლო დარბაზში. კანონის ფარგლებიდან თუ ვინმე გამოსვლას აპირებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
7 ნოემბერი არ უნდა განმეორდეს და გაკეთდეს ყველაფერი, რათა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც იყო ორგანიზატორი, დამკვეთი, ასევე შემსრულებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები