„მე არავითარი ინტერესები არ მაქვს, მედიაზე გავლენა მქონდეს“

 მე არავითარი ინტერესი არ მაქვს, მედიაზე გავლენა მქონდეს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. მისივე თქმით, მედიაზე გავლენას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ჟურნალისტები ახორციელებდნენ.
„რისთვის უნდა გამიჩნდეს სურვილი, რომ მედიაზე პატრონობა ვიქონიო? ამის სურვილი, რა თქმა უნდა, არ გამაჩნია. ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ჟურნალისტები დღეს ობიექტურობისგან შორს არიან და არა აქვთ სურვილი, საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ. ისინი თავშივე ცდილობენ აზრის დამახინჯებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები