დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდა
დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდა. ის 6 ნოემბერს დაიწყო და ახლაც გრძელდება.
მაგნიტური ქარიშხალი მზეზე რადიაციის ამოფრქვევამ გამოიწვია. ის სუსტიდან საშუალო სიძლიერემდე მერყეობს და რადიაქტიული მდგომარეობა ნორმის ფარგლებში დარჩება.
დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი 1859 წელს დაფიქსირდა. მას „კერინგტიონის მოვლენა“ დაარქვეს. მაშინ 13 დღის ნაცვლად რადიაციამ დედამიწას 18 საათში მიაღწია. მაგნიტურმა ქარიშხალმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სატელეგრაფო სისტემების გათიშვა გამოიწვია.