გიორგი უძილაური: როცა ჯალათების ჯოგს ქინძებს დაგარქმევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი აღარ ეშინიათ

ეს თარიღი ქინძივით გექნებათ აკრული მთელი ისტორია – ჟურნალისტი გიორგი უძილაური 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.
“დღეს 7 ნოემბერია. მახსოვს. გვახსოვს და დღეს უკვე მეცინება თქვენზე, თქვენს ქინძურ და სასოწარკვეთილ ეშმაკობებზე – ადამიანის უფლებების დამცველობაზე, დემოკრატობაზე, სიტყვის თავისუფლების ქომაგობაზე. სასაცილოები ხართ, თქვენს იმედებშიც და იმის რწმენაშიც, რომ ვიღაცას დაავიწყდა, რა მონდომებით აუპატიურებდით მთელს ერს და ერის ღირსებას. გგონიათ, რომ ვინმეს ან უყვარხართ, ან ეშინია თქვენი.
შიში იყო იმ 7 ნოემბერს – თქვენი მეფობის „ოქროს ხანაში“, მაგრამ ახლა, როცა დემოკრატიის სოროებში ვირთხებად ხართ შეყუჟულნი, ზოგი გაჟურნალისტებული, ზოგი „გაენჯეოშნიკებული“ (თან ადამიანის უფლების დამცველის განხრით), ზოგი გაბიზნესმენებული, თქვენ ხართ სასაცილოები.
როცა ჯალათების ჯოგს ქინძებს დაგარქმევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი აღარ ეშინიათ, თქვენ დაგცინიან, თქვენ გიკიდებენ, მაგრამ არ გივიწყებენ. ეს თარიღი ქინძივით გექნებათ აკრული მთელი ისტორია და მთელი თქვენი ვირთხული ცხოვრება, რომელი სოროდანაც არ უნდა წკმუტუნებდეთ.
სად იყავით დასავლელი დიპლომატები ამ დროს? ჯალათების უფლებების დარღვევა დაინახეთ და სახურავზე შეყრილი გვამები ვერა, ხო?” – წერს გიორგი უძილაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები