საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც სინოპტიკოსმა „კვირას“ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10 -12 გრადუსი იქნება. მისი ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში მცირე წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, ტემპერატურა კი 10-15 გრადუსს მიაღწევს.
„საქართველოს მასშტაბით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 18 -გრადუსია, მაგრამ რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10 -12 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მათ შორის თბილისს, 11-13 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე ცალკეულ დღეებში შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდეს დასავლეთის მიმართულებით ქარი“,- განაცხადა გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები