რიგის ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის სრულყოფის ცენტრში შეხვედრა გაიმართა

ლატვიაში, რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა რიგის ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის სრულყოფის ცენტრის (Center of Excellence) დირექტორთან იანის სარტსთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები