დავით ნარმანია კომაროვის სკოლის 50 წლის იუბილეს დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
დავით ნარმანიამ კომაროვის სკოლის მოსწავლეებსა და აკადემიურ პერსონალს სიტყვით მიმართა, საიუბილეო თარიღი მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„კომაროვის სკოლა 50 წლის გახდა და ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად მძიმე წლებისა, სკოლამ ღირსეული თაობების აღზრდა შეძლო. მინდა, ყველა „კომაროველს“ საიუბილეო თარიღი მივულოცო და ვუსურვო წარმატებული მომავალი, ღირსეული თაობების აღზრდა – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარია“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
საიუბილეო ღონისძიებას, ასევე, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები