ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, “არჩევანს” გაბუნიას ნაცვლად იაკობაშვილი უძღვებოდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანის“ დღევანდელ საგანგებო გადაცემას გიორგი გაბუნიას ნაცვლად პაატა იაკობაშვილი უძღვებოდა. აღნიშნულის მიზეზი გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რომელიც ჟურნალისტმა თავადვე გაასაჯაროვა.
„ოპერაცია გავიკეთე თვალებზე. იმ დროს, როდესაც ხალვაშის ადვოკატები საიდუმლო ოპერაციას აკეთებდნენ იმ დვალის სასარგებლოდ, მეორე, მართლა პატივსაცემი დვალი თვალის ოპერაციას მიკეთებდა“, – განაცხადა გაბუნიამ.