ქიბარ ხალვაში: ჩვენ ვერ გავცემთ ხელფასს უნამუსობისთვის
მე შეიძლება ვიღაცამ დამაბრალოს, რომ მედია ისე არ ვიცი, მაგრამ ბიზნესი ნამდვილად ვიცი როგორი უნდა იყოს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა თოქშოუ “პოლიტიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ხალვაში ფიქრობს, რომ “რუსთავი2“ -ში ხელფასების გაცემისას სამართლიანობის პრინციპი დარღვეულია.
“კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი არ არის, მე ზოგადი წარმოდგენა მაქვს, თუ როგორი უნდა იყოს კოლექტივი, სახელფასო სტრატეგია რა არის და როგორ უნდა ფუნქციონირებდეს, მაქვს იდეები. მე შეიძლება ვიღაცამ დამაბრალოს, რომ მედია ისე არ ვიცი, მაგრამ ბიზნესი ნამდვილად ვიცი როგორი უნდა იყოს. მე, როდესაც პირველად მივედი “რუსთავი2“-ში, მაშინაც დარღვეული იყო სამართლიანობის პრინციპი ხელფასების გაცემის დროს. როცა გადავხედე სახელფასო უწყისს, აღმოვაჩინე, რომ იყო თანამშრომელი, რომელსაც ჰქონდა ძალიან მაღალი ხელფასი და არ იყო არცერთი სახის მენეჯერი, რომ ვიკითხე ვინ იყო ეს ადამიანი, მითხრეს, რომ ეს არის პრეზიდენტის სტილისტის და, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტაქტიკა დღესაც მუშაობს. ჩვენ ვერ გავცემთ ხელფასს უნამუსობისთვის“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.