სემეკ-მა მოქალაქეთა საჩივრები დააკმაყოფილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეების საჩივრები განიხილa, რის შედეგადაც კომისიამ მოქალაქეებს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა. ამასთან დაკავშირებით, კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
სხდომაზე განხილული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლო დარიცხვებს, კომპანიის მიერ მრიცხველის შეცვლის მოთხოვნებსა და დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
კომისიამ იმსჯელა მოქალაქეებსა და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისს” შორის არსებულ დავებზე და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო: გაუქმდა კომპანიის დადგენილებები მოქალაქეების – მ.ბერინაშვილი, ბ.დავითაშვილი, ნ.იმესაშვილი, რ.იშხანიშვილი, ა.გონჩანოვი, ა.შავერდიანი, მ.ბეჟანიშვილი, დ.მეფარიშვილი, ლ.გოჩიაშვილი, ე.ადამია, ი.გუგუჩიას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. ასევე, კომპანიას დაევალა მრიცხველის შეძენა საკუთარი ხარჯებით მოქალაქეებისთვის: ა.ნოსოევი, მ.ბერინაშვილი, ბ.დავითაშვილი, რ.იშხანიშვილი, ე. ადამია. მრიცხველის შეცვლის დარიცხული 125-ლარიანი საფასური ჩამოეწერათ: მოქალაქე მ.ბეჟანიშვილს; მოქალაქე ლ.გოჩიაშვილს; მოქალაქე ნ.ყორანაშვილს, მოქალაქე ს.პეტროსიანს.
შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოეწერათ: მოქალაქე ბ.დავითაშვილს – 266.64 ლარი; მოქალაქე რ.იშხანიშვილს – 324.35 ლარი; მოქალაქე დ.მეფარიშვილს – 973.07 ლარი; მოქალაქე ა.საბანიძეს – 142.50 ლარი; მოქალაქე ვ.გაბუნიას -175.58 ლარი; მოქალაქე ნ.სახეიშვილს – 277.55 ლარი; მოქალაქე ნ.კანაჩაძეს – 272.81 ლარი: მოქალაქე მ.საგინაშვილს – 3601 ლარი.
შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის გამო, 400-ლარიანი საფასური 200 ლარამდე გაუნახევრდათ მოქალაქე ე.ბენდელიანს, მოქალაქე შ.ეგიევას.
არ დაკმაყოფილდა მოქალაქე მ.ძივძივაძის საჩივარი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის” წინააღმდეგ. მომდევნო სხდომისათვის გადაიდო მოქალაქე მ.ჯაშსა და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისს” შორის არსებული დავის განხილვა. ასევე, მომდევნო სხდომაზე გამოცხადდება კომისიის გადაწყვეტილებები მოქალაქე მ.ჯანჯრავასა და სს „თელასს”, მოქალაქე ი.გიგაურსა და სს „თელასს”, მოქალაქე ნ.ნონიაშვილსა და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისს” შორის არსებულ დავებზე.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ დარიცხული 1096 ლარი ჩამოეწერა მოქალაქე ი.ონიაშვილს; კომპანიას დაევალა შპს „ნიუ შარმზე” განხორციელებული დარიცხვისა და ინდ.მეწარმე „ვაგიფ მამედოვზე” 2015 წლის ივნის-ივლისში დარიცხული თანხის დაკორექტირება.
კომისიამ განიხილა მოქალაქეთა საჩივრები სს „თელასის” წინააღმდეგ, რომლებიც ხანდაზმულ დავალიანებებს უკავშირდებოდა და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო: მოქალაქე მ.თოიძეს ჩამოეწერა 2312.24 ლარი; მოქალაქე ვ.ბადიაშვილს – 1517.33 ლარი; მოქალაქე ჯ.ლომაძეს – 1150.95 ლარი; ამხანაგობა „იას” – 887.84 ლარი.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურსს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც „ცხელ ხაზზე“ – 242 01 80, ასევე ფეისბუქში, კომისიის ოფიციალურ გვერდზე“, – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები