„საყევარიშვილმა ერთ ღამეში „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების 90 პროცენტი დაგვითხოვა“

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში სიას აქვეყნებს. მისი განცხადებით, რევაზ საყევარიშვილმა, რომელიც დღეს უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველია, 3 წლის წინ სწორედ წინასწარ დაწერილი სიის მიხედვით ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების 90 პროცენტი გაათავისუფლა.

„სამი წლის წინ, ერთ ღამეში დაწერა ეს სია რეზო საყევარიშვილმა და „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის 90 პროცენტს დილით გვითხრეს, ნახვამდის. არ დაინდო არავინ, მათ შორის სანაგვეზე მოისროლა შრომის კოდექსი და მის წმენდაში მოყვნენ ორსულებიც. ეს წმენდის პირველი დღე იყო, შემდეგ ამაზე გრძელი სია დაწერა… დღეს ის მოავლინეს „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველად… დასკვნები თავად გამოიტანეთ“, – აცხადებს „ რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები