“მემარცხენე ალიანსი” “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით აქციას გამართავს

პარტია “მემარცხენე ალიანსი” “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ პარტია “მემარცხენე ალიანსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მემარცხენე ალიანსის“ წევრები, ამ მოთხოვნის შესაბამისად, აქციას ხვალ პირველ კლასიკურ გიმზანიასთან, ილიასა და აკაკის ძეგლთან გამართავენ.
“2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა პოლიტიკურმა თანამოაზრეებმა ერთად ვიწვნიეთ სააკაშვილის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული რეზინის ტყვიების, ხელკეტების და ქიმიური საწამლავების სიმწარე. ხვალ, 12:00 საათზე შევიკრიბოთ პირველ სკოლასთან, ილიას და აკაკის ძეგლთან და მოვითხოვოთ დამნაშავეების დასჯა, “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები