„სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული არ არის“

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე იმ მუხლის შესახებ საუბრობს, რომელსაც მოსამართლე ურთმელიძე “რუსთავი 2”- თან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებისას დაეყრდნო.
ლორთქიფანიძის განცხადებით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული არ არის.
„ტრაგიკომედიაა რა მართლა. რ2 ის იურისტებს ახლა გაახსენდათ, რომ მოსამართლე ურთმელიძეს ბერკეტად დარჩა კიდევ ერთი მუხლი, რომელსაც დაეყრდო საკუთარ განჩინებაში და ახლა ამ მუხლის ანტიკონსტიტუცირად ცნობის მოთხოვნით გარბიან საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოში( სატელეფონო ზარის იმედით ოდესიდან, რაღა თქმა უნდა..) აი, ეს მუხლიც – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მუხლი 271. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა – სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად“- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები