ზვიად კვაჭანტირაძე: საერთაშორისო თანამეგობრობა გამიზნულად შეცდომაში შეიყვანეს

„საერთაშორისო თანამეგობრობა გამიზნულად შეცდომაში შეიყვანეს“, – განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მოსამართლე ურთმელიძეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით სინამდვილეში არა გვიან ღამით, არამედ 17:00 საათზე ჰქონდა მიღებული.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არასდროს, არასდროს არ უნდა ენდო გავრცელებულ ინფორმაციას, სანამ მას გულდასმით არ გადაამოწმებ. ჩემი გულისწყრომა გამოვთქვი მოსამართლე ურთმელიძის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროის (“გვიან ღამით” ) გამო. დადასტურდა, რომ გადაწყვეტილება არა გვიან ღამით, არამედ ნორმალურ სამუშაო დროს, 17:00 საათზე იქნა მიღებული და საზოგადოება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობა გამიზნულად, უმალვე შეცდომაში შეიყვანეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი პრეტენზიები ამ საკითხის ირგვლივ უკან მიმაქვს.
სხვათა შორის, ჩემი პირველი განცხადება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები არანაირად არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები