კიბერუსაფრთხოების ბიურომ ნატოს კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებს უმასპინძლა
კიბერუსაფრთხოების ბიურომ ნატოს კვირეულის ფარგლებში 22-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სტუმრებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ სიტყვით მიმართა და ნატოსთან პარტნიორობის ჭრილში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ბიუროს წარმომადგენელმა მოსწავლეებს უსაფრთხოების მინიმალური წესებისა და კიბერჰიგიენის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია.
შეხვედრა “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ინიციატივითა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.
