“თუ ჟურნალისტებს რეალური დამოუკიდებლობა სურთ, ვფიქრობ, დვალთან ერთად მეტი შანსი აქვთ”

მომღერალი ზაზა ხუციშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “რუსთავი 2”-ის ახალი, ერთ-ერთი მეწილის დავით დვალის შესახებ წერს. მისი თქმით, თუ ჟურნალისტებს რეალური დამოუკიდებლობა სურთ, დვალთან ერთად მეტი შანსი ექნებათ.
“დავით დვალი ის კაცია, ვინც ძალიან მაღალ ხელფასზე უარი თქვა და ბიძინა ივანიშვილს მე-9 არხის დირექტორობაზე უარი უთხრა. ნიკა გვარამიაზე აღარაფერს დავწერ, ისედაც ყველაფერი ცხადია. ვერ გეტყვით, მოსამართლის გადაწყვეტილება რამდენად კანონიერია, მაგრამ ჩემთვის ცალსახად სამართლიანია! თუ ჟურნალისტებს რეალური დამოუკიდებლობა სურთ, ვფიქრობ, დვალთან ერთად მეტი შანსი აქვთ”, – წერს ზაზა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები