„ექსპო ჯორჯიაში“ სამედიცინო ტექნოლოგიების მე-15 გამოფენა გაიმართა
დღეს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სამედიცინო ტექნოლოგიების, ლაბორატორიული აღჭურვილობის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და ოპტიკის მე-15 საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა – Caucasus Healthcare 2015 გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, რომელიც პირადად გაეცნო გამოფენაზე გამოტანილ პროდუქციას. გამოფენაზე მინისტრის მოადგილემ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან მიიღო შეთავაზება სამომავალო თანამშრომლობისა და პროფესიული ტრენინგების ჩატარების შესახებ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 40-მდე კომპანიის მიერ წარმოებული სამედიცინო აღჭურვილობა და მასალები, მედიკამენტები, სამედიცინო დანადგარები, ესთეტიკური მედიცინის პროდუქტები.
„ექსპო ჯორჯიაში“ გამოფენა 15 წელია იმართება. მისი მიზანია, შემოიტანოს საქართველოში უახლესი ტექნოლოგიები და ადგილობრივ კომპანიებს გაუზიაროს საერთაშორისო გამოცდილება, დაუკავშიროს ერთმანეთს ქართველი და უცხოური კომპანიები და ხელი შეუწყოს ქვეყანაში დარგის განვითარებას.
ღონისძიების მხარდამჭერია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასევე დედაქალაქის მერია.