ვლადიმერ გურგენიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
გურგენიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს მიხეილ ჯანელიძე დავით დონდუა, გიგი გიგიაძე, დავით ჯალაღანია და ხათუნა თოთლაძე იკავებენ.