ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სასახლეში უმასპინძლა.
ტოომას ჰენდრიკ ილვესი სტუმარს საპატიო ყარაულით დახვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ტოომას ჰენდრიკ ილვესის პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები,საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ტოომას ჰენრიკ ილვესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობისდადასტურებად შეფასა და კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მტკიცე მხარდაჭერის მზადყოფნა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესზე.
ხაზი გაესვა არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ყველა ელემენტის განხორციელების დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობას და გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე ადეკვატურად აისახება საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელიც არის ჩემი ძველი მეგობარი. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა ეხებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მე ჩემი მხრივ მივაწოდე ინფორმაცია ესტონეთში მიმდინარე პროცესებზე”, -განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები