გია ვოლსკი: გიგა ბოკერია უფრო ჭკვიანი და გონიერი ადამიანი მეგონა

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირით, თემურ ჯანაშიასა და სოფო ნიჟარაძის დაკითხვის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
დეპუტატის განცხადებით, გამორიცხლი არაა, რომ სააკაშვილი შეგნებულ პროვოკაციაზე მიდიოდეს, რომ მეტი ადამიანი ჩართოს ამ საკითხში და სწორედ ამიტომ ახსენებდეს საუბრისას სხვადასხვა გვარს, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაჰკითხონ.
„სააკაშვილს რომ ეხსენებინა საუბარში, მიაკითხეთ გია ვოლსკის და ის მოგცემთ „ბოევიკებს“, რასაკვირველია, მეც დამკითხავდნენ, მით უმეტეს, თემურ ჯანაშიას, რომელსაც სააკაშვილთან და იმ მებრძოლებთანაც, რომელიც უკრაინაში არიან, კავშირი აქვს. რაც შეეხება სოფო ნიჟარაძეს, მე მგონია, რომ მას ამ საქმეთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რასაც მას სააკაშვილი ეუბნება. შესაძლოა, ის შეგნებულ პროვოკაციაზე მიდის, რომ მეტი ადამიანი ჩართოს ამ საკითხში. ასახელებს გივი თარგამაძეს, როგორც ამ საქმის ორგანიზატორს და მცოდნეს. სააკაშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის თავი და თავია.
გაცილებით უფრო ჭკვიანი და გონიერი ადამიანი მეგონა გიგა ბოკერია, რაც ამ ჩანაწერებიდან ნამდვილად არ ჩანს. გამოძიებას ამ ყველაფერზე ალბათ ბევრად მეტი არგუმენტი აქვს. ეს დაძაბულობის ახალ ტალღას წარმოშობს. სააკაშვილის გამო ჩვენს ავტორიტეტს ჩირქი მოეცხო. იმის გამო, რომ ის ქართველია, იმის გამო, რომ ის პრეზიდენტი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ კადრები ვრცელდება, როგორ სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე, როდესაც გაუპატიურება და წამება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ყველა გავრცელებული ჩანაწერი თავისი ჩანაწერებით მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია, ვის ხელშია ეს და ვინ გაავრცელა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები