შორაპანში ადგილობრივები სტალინის ძეგლის აღმართვას აპროტესტებენ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა შორაპანში ადგილობრივები სტალინის ძეგლის აღმართვას აპროტესტებენ, რომელიც უცნობმა პირებმა აღმართეს. ბელადის ქანდაკება მოსახლეობამ საღებავებით შეღება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძეგლი ერთ-ერთი ყოფილი ქარხნის ეზოში იყო. ვინ გადმოიტანა ან როდის დაიდგა ის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან, მათთვის უცნობია. ადგილობრივები ახსნა-განმარტებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.