ხაშურში მწვანე ნარგავების დაზიანების ფაქტი გამოავლინეს
ხაშურის რაიონის სოფელ სათივეში მწვანე ნარგავების დაზიანების ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს. მოქალაქემ ვერხვის სახეობის ხეს ტოტები დააჭრა. სამართალდამრღვევი სამარშუტო ტაქსით ცდილობდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადატანას. მანქანა დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმი.