თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოებია.
ვაკის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქიზიყის, მამისაშვილის და ბაღდავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, გოგოლის, კონსტიტუციის, თვალჭრელიძის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, ფიროსმანის და გოგი დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, კომკავშირის ხეივანი, სოლოლაკის ხევის, ბოტანიკის, ასათიანის, ქიქოძის, ვაჩნაძის, პუშკინის, მანჯგალაძის, ფურცელაძის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები