მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის მეზობელია – რას აცხადებენ მეზობლები

სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის მეზობელია ქუთაისში მოკლული მე-12 კლასელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მეზობელია.
როგორც შემთხვევის ადგილზე აცხადებენ, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.
“მეზობლები იყვნენ, გარდაცვლილი პირველ სართულზე ცხოვრობდა, მკვლელობაში ბრალდებული კი, მესამეზე. დაპირისპირება მათ შორის არასდროს შემიმჩნევია, დღეს რა მოხდა არ ვიცი. ცხედარი სახლში ჯერ არ მოუსვენებიათ. ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული”, – აცახდებს გარდაცვლილის მეზობელი.
ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში 27 წლის მამაკაცმა მეთორმეტე კლასელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადგზე მოხდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზარახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები